9-10 წლიანი სასჯელი – ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

9-10 წლიანი სასჯელი - ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენი გამოცხადდაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადა ცნობილია. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად სასჯელის ვადას მოაკლდა 1/4 და საბოლოოდ განისაზღვრა 10 წლიანი სასჯელი.
დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 13 წლით თავისუფლება მიესაჯა, მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად მოაკლდა 1/4 და განესაზღვრა 9 წელი.