ახალგაზრდა მამაკაცს დედის საფლავზე მეხი დაეცა – ის საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა

ახალგაზრდა მამაკაცს დედის საფლავზე მეხი დაეცა - ის საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა27 წლის აზერბაიჯანელ ფარიდ ხაზარის, რომელიც ბოლო წლები რუსეთში ცხოვრობდა, დედა გარდაეცვალა და ის აზერბაიჯანში დაკრძალა. როგორც მისი ახლობლები ჰყვებიან, ფარიდი დედაზე ძალიან დარდობდა და დაკრძალვის შემდეგ მის საფლავს ხშირად სტუმრობდა. ერთხელ ფარიდი სასაფლაოპზე ბიძასთან ერთად წავიდა, როდესაც სასაფლაოს მიუახლოვდნენ ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო, მათ თავი ხის ქვეშ შეაფარეს, რომელსაც ცოტა ხანში მეხი დაეცა. დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო რომ ფარიდი გვერდზე გადავარდა და თავი დედის საფლავის ქვას ჩამოარტყა, საავადმყოფოში გადაყვანისას კი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მეხის დაცემისგან დაშავდა მისი ბიძაც, თუმცა არცთუ ისე მძიმედ, მან მუცლის და ფეხების დამწვრობა მიიღო.