ალისონი რომაში რჩება

ალისონი რომაში რჩებარომას ბრაზილიელმა მეკარემ ალისონმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ის რომაში აპირებს დარჩენას, თუმცა შესაძლოა რაღაცეები შეიცვალოს კიდეც. ალისონი ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად რუსეთში იმყოფება, სადაც ის თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება:

”ამჟამად მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ და ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. რაც შეეხება რომას, ამ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და წასვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ. რამდენიმე თვეში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს”–განაცხადა ალისონმა.