აშშ-ში ტრაილერის ქართველი მძღოლი კარლო წვერავა დაიღუპა – სატვირთო მანქანა გზაში გადაბრუნდა – ვიდეო

აშშ-ში ტრაილერის ქართველი მძღოლი კარლო წვერავა დაიღუპა - სატვირთო მანქანა გზაში გადაბრუნდა - ვიდეოდღეს ავტოავარია მოხდა აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, რომლის შედეგადაც ორი ქართველია დაღუპული, მესამე – გადარჩა. სატვირთო მანქანას, რომელიც გზაზე გადაბრუნდა, საქართველოს მოქალაქეები მართავდნენ.

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს გზა მსუბუქმა ავტომობილმა გადაუჭრა, ტრაილერის მძღოლი აცილებას შეეცადა, ბორდიურს შეეჯახა და გადატრიალდა.

imereti.news-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპული ქუთაისელი ემიგრანტია. დაღუპულის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ 27 წლის კარლო წვერავა საჭეს თავად მართავდა.

ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახელმწიფო უზრუნველყოფს.