“ჩვენ ვმოქმედებთ ზაზა სარალიძესთან ერთად და ერთობლივად უნდა შეგვხვდეს” – უდუმაშვილი პრემიერის განცხადებაზე

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ!“ განახლდება.

პოლიტიკური პარტიები, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის შვილმოკლულ მშობლებს შეხვდეს, თუმცა „ანგაჟირებული პოლიტიკური ძალების გარეშე“:

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი მათ არ შეხვდება, ამას თავის არიდებად ჩათვლიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

„თუ შეხვედრა შედგება, შეხვედრა უნდა შედგეს იმ ფორმატში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ჩვენ ზაზა სარალიძესთან ერთად ვმოქმედებთ და შეხვედრაც უნდა შედგეს ერთობლივად. თუ ეს შეხვედრა არ შედგა ჩაითვლება, რომ პრემიერ-მინისტრი თავს არიდებს ამ შეხვედრას. ახლა ვითარების განმუხტვის გასაღები ხელისუფლების ხელშია წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ძალიან მძლავრ პროტესტს რუსთაველის გამზირზე“- აცხადებს უდუმაშვილი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019