დავით ჭიჭინაძე – “ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს”

თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

“თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რადგან ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ხალხში გაჩნდა უსამართლობის გრძნობა, რომ მათ ვერ აღადგინეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ 2012 წელს. ხალხმა დაიწყო უფრო მეტი ინტენსივობით გაღატაკება და ბანკებმა დაიწყეს გამდიდრება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რამდენად ადასტურებს დეპუტატი ჭიჭინაძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მას ჯერ არ უნახავს.

“ქუცნაშვილს დიდი გამოცდილება აქვს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის. მე სულ სამჯერ ვნახე, ყრილობის წინ, ყრილობაზე და გუშინ. ამ ადამიანის სტილი ყოველთვის იყო ასეთი და მეც ასეთი სტილი მაქვს, მშვიდად არ შემიძლია რაღაცაზე ვიკამათო. მეც რაღაცაზე ვფიცხდები. ზოგს ასეთი ხასიათი აქვს, ზოგს ისეთი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

ინტერპრესნიუსი

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018