დოლიძის ქუჩაძე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრეს

დოლიძის ქუჩაძე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრესთბილისში, დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი დაიჭრა. თვითმხილველების თქმი, შუახნის მამაკაცმა, გაუგებარი მიზეზის გამო, იარაღიდან გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა.მამაკაცი ჯერ მაღაზიის თანამშრომლებმა დააკავეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. დაკავებული ამჟამად, სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზეა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 239-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ხულიგნობას გულისხმობს.