ძიძა ტყუპებს სისტემატურად ცემდა – ვიდეო

ძიძა ტყუპებს სისტემატურად ცემდა - ვიდეომცირეწლოვან ტყუპ და-ძმაზე მოძალადე ძიძა შს სამინისტრომ დააკავა.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ძიძას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმედინიუსი