ენგურჰესის მუშაობა აღდგა

ენგურჰესის მუშაობა აღდგა,- ინფორმაცია bm.ge-ს ჰიდროელექტროსადგურის დირექტორმა ლევან მებონიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, 7-დღიანი პაუზის შემდეგ ჰესი სრული დატვირთვით ამუშავდა.

ლევან მებონია ამბობს, რომ ავარია ჰიდროელექტროსადგურზე მაღალი წნევის მილის დაზიანებამ გამოიწვია, რაც ამჟამად სრულად აღდგენილია. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის გამეორების საფრთხე მინიმალურია, რამდენადაც შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.