ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ – ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ – შსს დატოვეს

ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ - ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ - შსს დატოვესშვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამამ და ბიძამ – ვანო ნაკაიძემ და ლევან ჯანაშიამ შსს-ს შენობა დატოვეს. მათ კომენტარი არ გააკეთეს. მათი განმარტებით, მათ ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე.

მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის განაცხადეს, რომ საქმის ფარგლებში დამატებითი გადაწყვეტილებებია მისაღები. თუმცა ამ გადაწყვეტილებების შესახებ ისინი ინფორმაციას არ აჟღერებენ.

ისინი იმ მსჯავრდებულის ოჯახის წევრები არიან, რომელსაც დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი და დღეს სასამართლომ მას განზრახობა მკვლელობის მცდელობად გადაუკვალიფიცირა.

იმედინიუსი