“ეს არის შიზოფრენია” – სოსო მანჯავიძე აქციის შესახებ

"ეს არის შიზოფრენია" - სოსო მანჯავიძე აქციის შესახებსოსო მანჯავიძემ ფეისბუქში დაწერა:

“გამოდის ბატონი ზაზა სარალიძე და აცხადებს ,რომ სუსმა დააპირა მისი მოპარვა და მეგობრებმა იხსნეს.
კუპრავა ამბობს რომ თინა ხიდაშელის ძმამ აცნობა იმავე სუსის განზრახვაზე დაჭრან ზაზა სარალიძე.
აუდიოჩანაწერის ამბავი ხომ საერთოდ სურეალიზმია, თვით სანაია-ჟიჟილაშვილის დუეტიც კი დაიბნა..
ეს ყველაფერი ტრაგიკომიკური ფარსიც აღარ არის.
ეს არის შიზოფრენია.
თანაც ეს ორმხრივი შიზოფრენიაა,რომელიც ძალიან ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს.
ამ ადამიანებს არა აქვთ გაცნობიერებული მათი მოქმედებებიდან გამომდინარე შედეგების სიმძიმე.
ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ პასუხიმგებლობის განცდა..
რაც შეეხება დადუნაშვილის მამისათვის სტვენას და ყვირილს,ასეთი სამარცხვინო საქციელი იშვიათად მინახავს.
ცხადია,ტელევიზიების ტრადიციული სამარცხვინო და პროვოკაციული მოქმედებების გარდა.”