G7-ზე ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა

G7-ზე ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდაამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ BuzzFeed-მა ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ პარასკევს კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის დროს გამართულ ვახშამზე ტრამპმა ყირიმს რუსეთის ნაწილი უწოდა, რადგან იქაური მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს. გამოცემა, წერს, რომ აშშ-ის პრეზდიზენტმა კოლეგებსაც კითხა, რატომ დაუჭირეს მხარი უკრაინას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში.

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციაზე არფერი სმენია, გარდა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და შესბამისად, არ აპირებს კომენტარი გააკეთოს “კერძო საუბარზე, რომელშიც არ მონაწილეობდა და რომლის შესახებაც ინფორმაცია არ აქვს.”