გახარია: პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ

გახარია: პოლიციელებს პირველი ივლისიდან ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათპარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი მოემატება.  მისი თქმით, ხელფასი 250 ლარით გაიზრდება.

“ეს არის  მინიმუმი, რაც შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაბიჯი, რომელზეც ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც მივაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის ის, რაც დღეს შევძელით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.