გერმანია მსოფლიოს პირველობიდან გავარდა – ვიდეო

გერმანია მსოფლიოს პირველობიდან გავარდა - ვიდეოსენსაციურად დასრულდა ფეხბურთში მსოფლიოს პირველობის ბოლო ტურის მატჩები F ჯგუფში.

მექსიკის ნაკრებმა, რომელმაც პირველი ორი მატჩი მოიგო, შვედეთთან 3 უპასუხო გოლი გაუშვა და უშანსოდ წააგო – 0:3.

ამით წარმატების შანსი კიდევ უფრო მოემატა გერმანიის ნაკრებს, რომელსაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში სამხრეთ კორეის მინიმალური სხვაობით დამარცხებაც აძლევდა ხელს. ამ შემთხვევაში შემდეგ წრეში გერმანია და შვედეთი გადიოდნენ, მექსიკა კი ვარდებოდა.

მაგრამ ამ შეხვედრაში კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა დაფიქსირდა. სამხრეთ კორეამ, რომელსაც წინა 2 მატჩი წაგებული ჰქონდა, გერმანიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მატჩის ბოლოს გოლიც გაუტანა.

გერმანელებმა, ამის მიუხედავად, შეტევები განაგრძეს, მით უმეტეს, რომ მსაჯმა 8 წუთი დაამატა, მაგრამ მეორე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში და 0:2 დამარცხდნენ.

ამრიგად, ამ ჯგუფიდან მერვედფიმალში შვედეთი და მექსიკა გავიდნენ, გერმანიამ კი ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.