გიორგი შენგელაია – “ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ არსებობს, მან სტიპენდია მომიხსნა”

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია “ნიუპოსტთან” ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკის შემდეგ, სტიპენდია მოუხსნა. შენგელაია აზრს არ იცვლის და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე “გაუნათლებელი კაცია”.

“ეს იყო სტიპენდია, რომელიც ერიცხებოდა გამოჩენილ ხალხს, დამირეკეს და მითხრეს, რომ მომეხსნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გამოვედი ერთ-ერთი ტელევიზიით და ვთქვი, რომ ის გაუნათლებელი კაცია. ბოლოს კონფლიქტიც მოგვივიდა – წიგნი მივუტანე, რომელიც გვერდით გადადო, მითხრა ჩემი ცოლი ჩამოვა, წაიკითხავს და შინაარსს მომიყვებაო”- აღნიშნა შენგელაიამ.

კინორეჟისორი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მის ოჯახს.

“გაბრაზდა, არ მოეწონა ჩემი ნათქვამი. მაგის მხრიდან სტიპენდიის მოხსნა შეურაცხყოფაა არამარტო ჩემი, არამედ ჩემი მშობლების და იმ ღვაწლის, რომელიც ქართულ კინოში შევიტანე, ჩემი ფილმები დღესაც აქტუალურია… მე მასთან არაფრის გარკვევას არ ვაპირებ, ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არ არსებობს”- განმარტა გიორგი შენგელაიამ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018