გურამ კაშია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს

გურამ კაშია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებსსაქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სავარაუდოდ კარიერას ამერიკაში, კერძოდ კი სან ხოსეში გააგრძელებს. კაშია 2010 წლიდან ჰოლანდიური ვიტესის ღირსებას იცავს და ამ გუნდის შემადგენლობაში მან 245 შეხვედრა ჩაატარა.

სან ხოსეს მხრიდან დაინტერესება რამდენიმე კვირაა არსებობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მალე ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება.

აღსანიშნავია რომ სან ხოსეში უკვე თამაშობს ერთი ქართველი ვაკო ყაზაიშვილის სახით და სავარაუდოდ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება ამ ტრანსფერის განხორციელების დროს.