გურამ კაშია ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელია

გურამ კაშია ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელიაგურამ კაშია კარიერას ამერიკის გუნდ სან ხოსეში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია სან ხოსეს წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა. კაშია ამერიკაში ჩაფრინდება და უახლოეს დღეებში კონტრაქტზეც  მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია ისიც რომ სან ხოსეში ვაკო ყაზაიშვილიც თამაშობს, რომელიც მანამდე ვიტესში კაშიას თანგუნდელი იყო და ისინი კვლავ ერთ კლუბში იქნებიან. კაშია ვიტესში 2010 წელს გადავიდა და ჰოლანდიური კლუბის ღირსებას ის 8 წლის მანძილზე იცავდა.

ამ ხნის განმავლობაში გურამმა ვიტესის მაისურით 200ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.