ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლაში – მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა გრძელდება

ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლაში - მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა გრძელდება51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანები და სკოლის მასწავლებლები დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან. მოსწავლეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ხოლო მასწავლებლები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს მათ სამართალდამცავებმა და მანდატურებმა უამბეს ინციდენტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მოსწვალეების დაპირისპირების მიზეზად სოციალურ ქსელში, სკოლის მოსწავლეებს შორის უცენზურო მიმოწერა სახელდება, რასაც ჩხუბი მოყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანები ერთმანეთს ურთიერთობის გასარკვევად გურგულიას ქუჩაზე მეგობრებთან ერთად შეხვდნენ, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, ჩხუბი ფიზიკურ ძალადობაში არ გადაზრდილა.