ირაკლი შიოლაშვილი – “დედოფლისწყაროში ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა”

ირაკლი შიოლაშვილი - "დედოფლისწყაროში ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა"საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად საგანგებო სიტუაციების სამსახურში ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს არც დედოფლისწყაროს რაიონში. როგორც “ინტერპრესნიუსს” რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა განუცხადა, მიწისძვრის შედეგად ამ დროისთვის ნგრევის და დაზიანების შესახებ არც ერთი შეტყობინება არ შესულა.

“მე დავუკავშირდი ყველა შესაბამის ორგანოს, სამაშველოს, სახანძროს და გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს. ამ დრომდე მოსახლეობიდან დახმარების თხოვნით ზარი არ შესულა. ჩვენის მხრივ ვაწარმოებთ მონიტორინგს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულების დახმარება შევძლოთ“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრში ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა. „ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გვაქვს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადეს სეისმური მონიტორინგის ცენტრში.

როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები თბილისში ძლიერად იგრძნობოდა.