კარიმ ბენზემამ შესაძლოა რეალი დატოვოს

კარიმ ბენზემამ შესაძლოა რეალი დატოვოსკარიმ ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს, რადგან მას რეალის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ზიდანი ბენზემას ყოველთვის იცავდა და მისი წასვლის შემდეგ კარიმისთვის ბევრი რამ შეიცვლება.
ბენზემას რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება, მაგრამ თვითონ ფრანგ ფორვარდს რეალიდან წასვლა არ სურს, რაც ბენზემამ განაცხადა კიდეც ერთ-ერთ ინტერვიუში.

კარიმ ბენზემა რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მთელი ამ ხნის მანძილზე ის მადრიდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.