კრიმინალური გარჩევა და ფულის გამოძალვა – დაკავებულები კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, დავალებით მოქმედებდნენ

კრიმინალური გარჩევა და ფულის გამოძალვა - დაკავებულები კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, დავალებით მოქმედებდნენშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებულ 2 პირს ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად “გული”) კავშირი ჰქონდათ და მისი დავალებით მოქმედებდნენ.”სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და ჯ.ო.-მ, უცხოეთში მყოფ „კანონიერ ქურდთან“ – ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად „გული“) შეთანხმებით, მოქალაქეს „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი