კრიშტიანო რონალდო: ”მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობთ”

კრიშტიანო რონალდო: ”მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობთ”პორტუგალიის ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მისი გუნდი მხოლოდ მერვედფინალზე ფიქრობს, სადაც პორტუგალია ურუგვაის დაუპირისპირდება. რონალდუს აზრით პორტუგალიელებს შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა:
”ირანთან შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მთავარია რომ შედეგს მივაღწიეთ და მერვედფინალში გავედით. მხოლოდ მერვედფინალზე ვფიქრობს და ვიცით რომ ურუგვაი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ მის დამარცხებას შევძლებთ”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.