კურიერი – მირზა სუბელიანი ამ წუთებში იმყოფება შსს-ში

კურიერი - მირზა სუბელიანი ამ წუთებში იმყოფება შსს-შიპროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს საქართველო არ დაუტოვებია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, არ შეესაბამება სიმართელეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.

რამდენიმე წუთის წინ კი კურიერის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ კურიერის ინფორმაციით, მირზა სუბელიანი ამ წუთებში იმყოფება შსს-ში.