კვირიკაშვილი – “ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა”

კვირიკაშვილი - "ჩემი გადადგომის დრო ჯერ არ დამდგარა"– მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის და მისი მხარდამჭერების მოთხოვნას გამოეხმაურა, მთავრობის გადადგომის შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება პრობლემა არ არის, თუმცა მისივე განცხადებით, დღეს “ამის სიტუაცია ” არ არის, რადგან ქვეყანას სტაბილურობა და სიმშვიდე სჭირდება.

– მე ჩემი თანამდებობა, არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემს მიერ, ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუმდაც ოდნავ გააუმჯობესებს სიტუაციას და განმუხტავს, მე არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები. დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა. ჩემთვის მთავრია რომ ჩვენი საზოგადოების შეკითხვებს პასუხები გავცემთ უმოკლეს ვადაში და ჩემთვის მთავaრია, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.