ლადო სადღობელაშვილი და მარშის 4 წევრი 5.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს

ლადო სადღობელაშვილი და მარშის 4 წევრი 5.000 ლარიანი გირაოთი გამოუშვესტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ მიმდინარე აქციის დროს „ქართული მარშის“ დაკავებული წევრები სასამართლომ გაათავისუფლა. ექვსი პირიდან ხუთი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლადო სადღობელაშვილი, ბექა რევაზიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგი დანგაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი პირი, გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი რჩება.

ნიუპოსტი