ლაგოდეხში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს

ლაგოდეხში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცესლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ორი მესაზღვრე გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე მესაზღვრე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომლებიც სოფელ შრომასა და სოფელ პატარა გორში ცხოვრობენ.

ოჯახის წევრებმა მათი გატაცების შესახებ არაფერი იციან, რადგან შსს-ს ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია.

ადგილობრივები სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის გატაცებას ადასტურებენ.

რუსთავი 2