ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტვინის შერყევით თამაშობდა

ლორის კარიუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტვინის შერყევით თამაშობდალივერპულის მეკარემ ლორის კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა, რის შემდეგაც მისი გუნდი დამარცხდა. როგორც აღმოჩნდა კარიუსმა სერხიო რამოსთან შეჯახების დროს ტვინის შერყევა მიიღო და შეცდომებიც ამისი შედეგი იყო.
გერმანელმა მეკარემ რამდენიმე დღის წინ თავის ტკივილის გამო ერთ-ერთ კლინიკას მიაკითხა, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ინფორმაციის შემდეგ ლივერპულის ფანების ნაწილი სავარაუდოდ აპატიებს კარიუსს დაშვებულ შეცდომებს, თუმცა ლივერპული მაინც ახალ მეკარეს ეძებს.