მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სუს-მა მომწერა იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მძინარე თემირლანი მოკლა”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "სუს-მა მომწერა იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მძინარე თემირლანი მოკლა"პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, „ნიუპოსტთან“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, იცის იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მის მძინარე შვილს ესროლა.

მაჩალიკაშვილი ღიად ამბობს, რომ დალუქული წერილის ავტორი, სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო.

„სუს-მა ეს ინფორმაცია სპეციალურად გაავრცელა, უნდოდათ მცოდნოდა ვინ მოკლა მძინარე თემირლანი. მისი სახელი და გვარი მომწერეს. ეს იყო პროვოკაცია, ეგონათ რომ პირადად ვიძიებდი შურს, ასე უნდოდათ ჩემი მოშორება, მაგრამ მე თემირლანის უდანაშაულობას სიმართლის გზით მაინც დავამტკიცებ“- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, პანკისში სპეცოპერაცია სუს-თან ერთად შინაგან სამეთა მინისტრმაც დაგეგმა, ამიტომ ვახტანგ გომალაურთან ერთად პასუხი უნდა აგოს გიორგი გახარიამაც.

„გომელაური, გოგაშვილი არიან დამნაშავეები, მათ კისერზეა თემირლანის სისხლი. ეს ტერაქტი შეთანხმებული იყო შინაგან სამეთა სამინისტროსთან, ამიტომ მე გახარიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოვითხოვ“- ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.

ნიუპოსტი