„ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე პარლამენტში ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში ის სასტუმროების სექტორის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
„კომპანია ცენტრ-პოინტში ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი სასტუმროების ქსელ „რჩეულში“. ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საქართველოში განვითარებულიყო სასტუმროების მიმართულება.
მე დაკითხვაზე არ ვარ ნამყოფი.
ჩემი საქმიანობა ამ კომპანიაში დაკავშირებული იყო სასტუმროების სისტემის განვითარებასთან“, – განაცხადა ბახტაძემ.