მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში მამაკაცის ცხედარი იპოვესმარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარესთან ადგილობრივმა ნახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ადგილობრივებმა დახმარებისთვის 112 ში დარეკეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.