მედიაში კიმის და ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა

მედიაში კიმის და ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდამედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა ჩრდილო კორეისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო, თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით – ნათქვამია დოკუმენტის საწყის ტექსტში.

ხელმოწერილი შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს.

1. აშშ და ჩრდილო კორეა იღებენ ვალდებულებას, დაამყარონ ახალი ამერიკულ-ჩრდილოკორეული ურთიერთობები, მშვიდობისა და ორივე სახელმწიფოს აყვავების სურვილის შესაბამისად.

2. აშშ და ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის შესაქმნელად იმუშავებენ.

3. მხარეები ამტკიცებენ 2018 წლის 27 აპრილის ფხანმუნჯომის დეკლარაციას, სადაც ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების ვალდებულებას იღებს.

4. აშშ-მა და ჩრდილო კორეამ აიღეს ვალდებულება, დააბრუნონ დაღუპული სამხედრო ტყვეების ნაშთები, მათ შორის უკვე იდენტიფიცირებული ადამიანების დაუყოვნებლივი რეპატრიაციის.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ხაზგასმულია სინგაპურის „ეპოქალური“ შეხვედრის ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც „ახალ მომავალს უხსნის კარს“.

იმედინიუსი