მერიამ “სვეტს” სამშენებლო ნებართვა მისცა

მერიამ "სვეტს" სამშენებლო ნებართვა მისცათბილისის მერიამ კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი შეითანხმა.  შესაბამისი ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ა.მირცხულავას ქუჩაზე 9-11-ში მდებარე #5, #6, #7, #8 ბლოკებზე.

როგორც „სვეტი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა, გივი ჯიბლაძემ ფინანსურ პოლიციაში დაკითხვაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ რაც მერია კომპანიას სამშენებლო ნებართვებს მისცემდა, ისინი მშენებლობის განახლებას 72 საათში შეძლებდნენ.

მერიამ სამშენებლო ნებართვა უკვე გასცა, ჯერი ამჯერად კომპანიაზეა. შეასრულებს თუ არა პირობას „სვეტი დეველოპმენტი“ რამდენიმე დღეში გამოჩნდება.

როგორც „სვეტის“ დაზარალებულებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა განაცხადა,  პარალელურ რეჟიმში „სვეტმა“ მირცხულავას ობიექტზე მდებარე სხვა ბლოკებზეც უნდა შეათანხმოს პროექტები და  ასევე სამშენებლო სამუშაოები განაახლოს ჭყონდიდელისა და ნუცბიძის ქუჩებზე მდებარე ობიექტებზე.