მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

მიხეილ ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდაზვიად კუპრავას მოწოდების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი დაიბარეს. ის სავარაუდოდ გამოიკითხება იმ პროვოკაციის შესახებ, რომლის თაობაზეც, კუპრავას განცხადებით, მიშა ხიდაშელმა მას ინფორმაცია მიაწოდა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავამ დამსწრეებს ტელეფონით ვიდეო ჩანაწერი მოასმენინა, რომლის მიხედვითაც საუბრის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამიტომაც თავად გააჟღერა ამბავი იმის თაობაზე, რომ თინა ხიდაშელის ძმამ, რომელიც, მისი თქმით, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო და დღემდე აქვს იქ გავლენა, შეატყობინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კუპრავას და ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავს.

ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ მიხეილ ხიდაშელი გამოეკითხათ.

ის ახლა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა.

იმედინიუსი