“მინდა შევხვდე ჩემს სულიერ მამას” – ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს

"მინდა შევხვდე ჩემს სულიერ მამას" - ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურსხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.

ზაზა სარალიძის სურვილია აღნიშნული შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართოს.

„პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარმა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აქცია ისევ ძალაში დარჩება.

„აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, – განაცხადა სარალიძემ.