მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში მოხდა და 5,6 მაგნიტუდა შეადგინა

მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრში მოხდა და 5,6 მაგნიტუდა შეადგინასეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ამ დროისთვის განახლებული ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კილომეტრში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

თავდაპირველად აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძლიერი მიწისძვრა აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა. მოგვიანებით, მიწისძვრის ეპიცენტრთან და სიმძლავრესთან დაკავშირებული განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა.

ამჟამად ცენტრში განმარტავენ, რომ ჩასწორებული მონაცემები ისევ არ არის საბოლოო, რადგან აზერბაიჯანული მხარისგან მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. მათივე თქმით, შესაძლოა მონაცემების მცირე დაკორექტირება კიდევ ერთხელ მოხდეს.

ამასთანავე, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით თბილისში მიწისძვრის სიმძლავრემ 3-4 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა.