მსახიობი სუზან სარანდონი დააკავეს

ჰოლივუდელი მსახიობი, სუზან სარანდონი პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქციაში მონაწილეობის დროს დააკავეს. ამის შესახებ The Guardian წერს.

თავად მსახიობმაც ტვიტერზე დაწერა: “დაკავებულია. იყავით ძლიერები და გააგრძელეთ ბრძოლა”.

71 წლის სუზან სარანდონი ერთ-ერთი იყო იმ 500 ქალს შორის, რომელიც მარშის მსვლელობისას დააკავეს. ისინი იმ პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში არალეგალურად შემოსულ ადამიანებს საკუთარ ოჯახის წევრებთან აშორებენ. კერძოდ, არალეგალები სანამ სასამართლო პროცესის მსვლელობისას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, მათ შვილებს ან თავშესაფარში უშვებენ, ან აშშ-ში მცხოვრებ ნათესავებთან.

mediamall.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018