ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულები

ნაფარეულის გზაზე ავტომობილი ალაზანში გადავარდა. არიან დაშავებულებინაფარეულის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა Toyota-ს მარკის მსუბუქმა ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და მდინარე ალაზანში 15 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცეებს

ავტომანქანაში მძღოლი, სამი ქალი და 13 წლამდე ასაკის გოგო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.