ნიკა გვარამია – ”რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს?”

ნიკა გვარამია - ”რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს?”ერთი საათის წინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”რატომ ვერ იჭერენ მირზა სუბელიანს? ჩვენი წყაროს ცნობით, ამ ყველაფერზე მას უკვე აქვს წერილობითი ვრცელი ჩვენებები დაწერილი და დიდი ბაინდერით აქვს მის სიმამრ ბორის კაკუბავას თურქეთში წაღებული, თანდართული ვიდეომასალებით:

1. ვანო მერაბიშვილის გაყვანის საკითხი;

2. ქურდებთან მოლაპარაკება – საარჩევნო მხარდაჭერა გაიცვალა ქურდების კორიდორში და ზონაში ობშიაკის აღდგენაში;

3. ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტპატიმრების დაზეტვა (უკანონო მოსმენა და თვალთვალი) და მათი ადვოკატებთან საუბრების უკანონო ჩაწერა.

აი ასე.”