ნიკა მელია – „სად არის დათუნას მკვლელი? მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში”

ნიკა მელია - „სად არის დათუნას მკვლელი? მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში"მოზარდების მკვლელეობის საქმე – შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მირზა სუბელიანი დააკავა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას ან ექვს თვემდე შინაპატიმრობას ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მირზა სუბელიანი „გაუშვეს შვებულებაში, რადგან მან არ გასცეს პასუხი საზოგადოების კითხვებს“:

„მირზა სუბელიანს ისეთი მუხლი წაუყენეს, სადაც საპატიმრო სასჯელი არ დამდგარა არსდროს, რეალურად რა მოხდა? რეალურად მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში ცოტა ხნით, რომ მან არ გასცეს კითხვებზე პასუხი საზოგადოებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, თუნდაც იმ საგამოძიებო კომისიას, რომელიც შექმნეს პარლამენტში და იმედი ჰქონდათ, რომ რამეს გამოიძიებდნენ, ეს ადამიანი უბრალოდ გაანეიტრალეს, სად არის მკვლელი? მკვლელეი დასჯილია? დათუნა სარალიძე ვინ მოკლა? ერთი მკვლელეიც კი არ არის დასჯილი, პასუხისგებაშიც კი არ არის მიცემული“, – აცხადებს ნიკა მელია.