ნინო ლომჯარია – ”მეტირება…”

ნინო ლომჯარია - ”მეტირება...”რამდენიმე წუთის წინ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”მეტირება… ჩვენი შვილები არიან ყოველდღიური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ოჯახში, ქუჩაში თუ სკოლაში… მშობლებმა ხშირად ეს არ იციან და ჰგონიათ, რომ სანდო ადამიანებს აბარებენ შვილებს… სკოლებში არ არსებობს ბულინგის გამოვლენის და სწორი რეაგირების სისტემა… სახალხო დამცველი დაიწყებს კამპანიას, რომ არასრულწლოვნებს შეეძლოთ ძალადობის შესახებ კონფიდენციალური შეტყობინების სათანადო ორგანოში გაკეთება. მათ დღესაც შეუძლიათ კონფიდენციალურობის დაცვით ჩვენთან ცხელი ხაზის მეშვეობით განახორციელონ – 1481! Ekaterine Skhiladze Maia Gedevanishvili”