პანკისის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებული

პანკისის ხეობაში სპეცრაზმია მობილიზებულიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლ ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ინფორმაცია “ნიუპოსტს” ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

მათი მონაყოლის თანახმად, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხეობაში რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავი ავტომობილები გამოჩნდნენ, რომლებსაც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ფოტო ჰქონდათ გაკრული.

აღნიშნულმა ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია, სალაფიტურმა ჯამაათმა ფოტოს მოხსნა მოსთხოვა აღნიშნულ პირებს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.