პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა

პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკალეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ გუნდურობა აკლიათ. პელეს აზრით მხოლოდ ნეიმარი არ არის საკმარისი რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო:

”ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, განსაკუთრებით ეს ნეიმარს ეხება, მაგრამ გუნდური თამაში უნდა გამოვასწოროთ. მხოლოდ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, რადგან მას სხვებიც უნდა დაეხმარნონ”–განაცხადა პელემ.

პელეს ასეთი განცხადება ცოტათი უცნაურია, რადგან ბოლო პერიოდში ბრაზილიის ნაკრები მუდმივად იგებს თამაშებს.