პიკეს და შაკირას სახლი გაქურდეს

პიკეს და შაკირას სახლი გაქურდესბარსელონაში პიკეს და შაკირას საცხოვრებელ სახლში ქურდები შევიდნენ და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა წაიღეს.

პიკე ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, ხოლო შაკირა კი გასტროლებზეა გერმანიაში, ამიტომ სახლში არავინ იყო, როდესაც იქ ქურდები შევიდნენ. პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება და კამერების საშუალებით დამნაშავეებს სავარაუდოდ მალე გამოავლენენ.

არც პიკეს და არც შაკირას ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.