პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ერთი პირი დააკავაპოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეერაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის პოლიციამ დააკავა.
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.