”პოლიციის მიერ ნაცემ ნინო კვიტაიშვილს ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა” – ნიკა გვარამია ინგოროყვას კლინიკის წინააღმდეგ

”პოლიციის მიერ ნაცემ ნინო კვიტაიშვილს ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრა” - ნიკა გვარამია ინგოროყვას კლინიკის წინააღმდეგცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

”ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ხოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და – თქვენ თავს დააბრალეთ!”

ამაზე ინგოროყვას კლინიკამ ასე უპასუხა:

”ბატონო ნიკა პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გაეწია შესაბამისი სამედიცინო მოსახურება.
პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ განიხილება კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები. კლინიკის ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი.”

კლინიკის პასუხს გვარამიას ახალი პოსტი მოჰყვა:

”შესაბამისი ზომებია გათავისუფლება ჰიპოკრატეს ფიცის გატეხვისთვის. უფრო ფუნდამენტურ გადაცდომას ექიმი ვერ ჩაიდენს.”