ქეთევან ენუქიძე – ”ჟუჟუნა ქიპროჭაშვილს ვერ ავუხსნით, რადგან მას სამკუთხედი თავი აქვს”

ქეთევან ენუქიძე - ”ჟუჟუნა ქიპროჭაშვილს ვერ ავუხსნით, რადგან მას სამკუთხედი თავი აქვს”ქეთევან ენუქიძემ ფეისბუქში დაწერა:

”ე.ი. ჟუჟუნა ქიპროჭაშვილებისთვის მამის უანგარობის დამტკიცების გამო პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერივნენ პროცესებში;
სუსის მიერ მიყვანილი მამა ქებას და ტაშს იმსახურებს, რადგან სუსი არ არის პოლიტიკოსი.
ჩემი აზრით, ქოცი, ზოგადად, არ არის პოლიტიკოსი…
რა არის, ისიც არ ვიცი, მაგრამ ეს სხვა თემაა…
როგორც ვხვდები, ამ აქციებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსს საბოლოოდ დავუმკვიდრეთ ფუნქცია – ჭამოს სახელმწიფო, ფული და დილიდან დაღამებამდე იკატაოს ჯიპით.
აბა, პოლიტიკასთან რომ არის ეს პროცესები დაკავშირებული, როგორ უნდა აუხსნათ ჟუჟუნა ქიპროჭაშვილს?
რისთვის ირჩევენ პოლიტიკოსებს – ჰკითხეთ, რა, როცა მოიცლით….
ახალქართულ ბომოძღს აკეთებენ, ყვითელ პრესაში მათი თეთრეული რომ ქექონ და გაარკვიონ, დილით რა შეჭამა, მაგალითად, კალაძის ტურფა ცოლმა?
კაცს მოკლავენ – პოლიტიკოსები არ გვინდა!
დაარბევენ – პოლიტიკოსები არ გვინდა!
სახლიდან გაგაგდებენ – პოლიტიკოსები არ გვინდა!
საქმეს კერავენ – პოლიტიკოსები არ გვინდა!
თქვენ აზრზე ხართ, საერთოდ, რა საჭირო არიან პოლიტიკოსები?
მაგრამ რად გინდა?
ჟუჟუნა ქიპროჭაშვილს ვერ ავუხსნით, რადგან მას სამკუთხედი თავი აქვს.
მის დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ და თავზე ნაცარი წავიყაროთ, რადგან პოლიტიკა და პოლიტიკოსები თუ ჩაერევიან, დავიღუპებით.
არადა, უკვე ჩარეულები არიან თქვენს ცხოვრებაშიც, ყოფაშიც და გამოხრულიც აქვთ.
კოლექტიური ჟუჟუნა ქიპროჭაშვილების ქვეყანაა, რომელიც თითიდან გამოწოვილი სტანდარტებით და კრიტერიუმებით აზროვნებს (თუ რაც ჰქვია) და, თან, ამას იმპერატიული ტონით და ბესელიას “მჭექარე” ხმითაც აფიქსირებენ….”