ქუთაისში ტრაილერმა მამაკაცს გადაუარა

ქუთაისში ტრაილერმა მამაკაცს გადაუარაქუთაისში ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩების კვეთაზე შუახნის მამაკაცს ტრაილერმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.