ქვეყანაში 10 სამინისტრო რჩება – რომელი უწყებები ერთიანდება?

ქვეყანაში 10 სამინისტრო რჩება - რომელი უწყებები ერთიანდება?პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 10-მდე შემცირდება. ასევე იქნება ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი
კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს.
სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაცია შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტრო შეითავსებს.
რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატს.
ეკონომიკის სივრცითი კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში.