“რა აზრი აქვს, უფასო ავტობუსები რომ დაამატეს? ხალხი ვერ ადის” – რა ხდება თბილისის ქუჩებში

"რა აზრი აქვს, უფასო ავტობუსები რომ დაამატეს? ხალხი ვერ ადის" - რა ხდება თბილისის ქუჩებშიდილიდან ისევ ხალხმრავლობაა ავტობუსების გაჩერებებთან. უკვე მეორე დღეა მეტროს ნაცვლად მგზავრებს ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით უწევთ გადაადგილება, რაც თბილისში საცობების პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.

ავტობუსები მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად დაამატა, თუმცა მიუხედავად ამისა მოქალაქეები ხალხმრავლობის გამო ავტობუსებში ასვლას ვერ ახერხებენ.

“ნახევარი საათია ველოდები. რა აზრი აქვს უფასო ავტობუსები რომ დაამატეს ხალხი ვერ ადის და…“-ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მგზავრები ამბობენ, რომ შეფერხებულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობაც.

„მუხიანიდან მოვდივარ მარშუტკები, რომელიც მაწყობს არ გამოვიდნენ სამუშაოდ. ცხრის ნახევრამდე ველოდები, არც ერთი არ მოვიდა, როცა 8 საათიდან მარშუტკებისრიგია“-ამბობს მგზავრი.

რუსთავი 2