რეალში ერთ-ერთ კანდიდატურად არსენ ვენგერს განიხილავენ

რეალში ერთ-ერთ კანდიდატურად არსენ ვენგერს განიხილავენმას შემდეგ რაც მადრიდის რეალი მწვრთნელის გარეშე დარჩა, უამრავი სპეციალისტის სახელმა გაიჟღერა პრესაში, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული კანდიდატურა არ ჩანს. ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ რეალის მწვრთნელი შესაძლოა არსენ ვენგერი გახდეს, რომელმაც წელს არსენალი დატოვა. ვენგერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ დასვენება არ სურს და მისი მიზანი ამბიციურ კლუბში მუშაობაა. საუბრობენ მაურისიო პოჩეტინოზეც, მაგრამ მან ტოტენჰემთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ტოტენჰემიდან წასვლას არ აპირებს.